მინესოტაში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციელს წინასწარი განზრახვის გარეშე, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლებენ
მინესოტაში ფერადკანიანი მამაკაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციელს წინასწარი განზრახვის გარეშე, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლებენ

სამართალდამცველ კიმ პოტერს, რომელმაც მინესოტაში ფერადკანიან 20 წლის დანტე რაითს შეცდომით, ელექტროშოკის ნაცვლად ცეცხლი გაუხსნა, წინასწარი განზრახვის გარეშე, მეორე ხარისხის მკვლელობისთვის გაასამართლებენ.

მომხდარის გამო, ბრუკლინ ცენტრში მესამე დღეა, საპროტესტო გამოსვლები კომენდანტის საათის მიუხედავად გრძელდება. პოლიციამ აქციების დროს 34 ადამიანი დააკავა.

დანტე რაითი სამართალდამცველებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 11 აპრილს გააჩერეს. მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც პოლიციის ოფიცერმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.