მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის ყოფილი ოფიცერი დააკავეს
მინეაპოლისში ფერადკანიანი მამაკაცის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციის ყოფილი ოფიცერი დააკავეს.
„ეიბისი ნიუსის” ცნობით, დაკავებული დერეკ შოვენი ერთ-ერთია იმ ოთხ სამართალდამცველს შორის, რომლებსაც უფლებამოსილება შეუჩერდათ.
პროკურორ მაიკლ ფრიმანის განცხადებით, დერეკ შოვენს ბრალი წაუყენეს მესამე ხარისხის მკვლელობასა და ჯორჯ ფლოიდის არაგანზრახ მკვლელობაში.
ჯორჯ ფლოიდი სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მინეაპოლისში მასობრივი არეულობები მოჰყვა.