მიხეილ შაყულაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა დატოვა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მიხეილ შაყულაშვილმა თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შიდა ქართლის გუბერნატორის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მიხეილ შაყულაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად 2022 წლის აგვისტოდან მუშაობდა.