მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დღეს კიევში საპროტესტო აქციას გამართავენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები დღეს კიევში საპროტესტო აქციას გამართავენ. აქტივისტები პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
ამას გარდა, აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობის მოედანზე შეიკრიბებიან და 2014 წლის მოვლენების მონაწილეებს მიაგებენ პატივს.
სააკაშვილის მომხრეთა მარში ოდესის ყოფილი გუბერნატორის გარეშე ჩაივლის. 12 თებერვალს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა სააკაშვილი პოლონეთში გააძევა. ამჟამად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ჰოლანდიაში იმყოფება. როგორც სააკაშვილი ამბობს, ის უკრაინაში დაბრუნებას ეცდება.