კიევში ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
კიევში ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

კიევში ვლადიმირ ზელენსკის პოლიტიკის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. დემონსტრაცია, სიმბოლურად, ზელენსკის უკრაინის პრეზიდენტად არჩევის ერთი წლის იუბილეს დაამთხვიეს.

აქციის მონაწილეები მაიდანზე შეიკრიბნენ და უკრაინის პრეზიდენტს პრორუსული პოლიტიკის გატარებაში დასდეს ბრალი.

აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე პარტიებისა და მოძრაობების მხარდამჭერები.

მომიტინგეებმა მოუწოდეს ზელენსკის, დონბასში კონფლიქტის დარეგულირების პოლიტიკა შეცვალოს და უარი თქვას მინსკის პროცესში მონაწილეობა.

დემონსტრანტებმა მაიდნიდან ზელენსკის სახლის მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. პრეზიდენტის სახლთან მათ ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.

აქციის დროს კიევში სამართალდამცველები გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობდნენ, რათა წესრიგი დაეცვათ.

დატოვე კომენტარი