კიევში, ვლადიმირ ზელენსკის ოფისთან აქცია იმართება
კიევში, ვლადიმირ ზელენსკის ოფისთან აქცია იმართება

უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესს კიევში აქციები მოჰყვა. დემონსტრანტები უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან შეიკრიბნენ. მომიტინგეები ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეაჩეროს უკრაინელი სამხედროების გაყვანის პროცესი დონბასში.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ე.წ. შტაინმაერის ფორმულას. აქციაზე იმყოფებიან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თანაპარტიელი დეპუტატებიც.

შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ზოლოტოეში სამხედრო ძალების დაშორიშორების პროცესი დაიწყო.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოლოტოედან და პეტროვსკოედან ძალების გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ გაიმართა ე.წ. ნორმანდიული ოთხეულის მორიგი შეხვედრა.