არსენ ავაკოვი - შემდეგში, უკრაინის საზღვრის გარღვევის შემთხვევაში გვამები იქნება
არსენ ავაკოვი - შემდეგში, უკრაინის საზღვრის გარღვევის შემთხვევაში გვამები იქნება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ „საზღვრის გარღვევა“ არ შეაჩერა, რათა სისხლისღვრა არ დაეშვა. ამის შესახებ შს მინისტრმა გამოცემა Liga.net-თან ინტერვიუში განაცხადა.

„იყო არჩევანი, სისხლიანი შეტაკება ან ის, რაც მოხდა. მესაზღვრეებმა დამირეკეს და მკითხეს: „გავხსნათ ცეცხლი?“ მე ვუპასუხე: „თქვენ რა, იდიოტები ხართ? რა თქმა უნდა, არა!“ ეს მე მივეცი საშუალება რამდენიმე პირს, საჯაროდ დაერღვიათ უკრაინის საზღვარი. თუ 15 გვამი უნდა ყოფილიყო?“ – ამბობს ავაკოვი.

ჟურნალისტის შენიშვნას – აშშ-ში გვამები იქნებოდა –  ავაკოვი პასუხობს „თითქმის ეჭვგარეშეა!  სამწუხაროდ შემდეგში, მსგავსი მცდელობის შემთხვაში, გვამები იქნება უკრაინაშიც… თუმცა ამ სიტუაციაში მე მივიღე გადაწყვეტილება, არ დამეშვა სისხლისღვრა“.

ამასთან, ავაკოვმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა მისი იდეა არ ყოფილა.

„სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც საკუთარი ლამაზი პოლიტიკური პოზისთვის მზად არის, გამოიყენოს ყველაფერი. მოსახლეობის ფრუსტრაციის, მოტყუებული მოლოდინების, იმედგაცრუების, აუსრულებელი ნათელი იმედებისა და ანტიკორუფციული აჟიოტაჟის გამოყენება – ყველაფერი, რომ ხალხის ყურადღება მიიქციოს და შემდეგ მოატყუოს, ჯიბეში კი პოლიტიკური დივიდენდები ჩაიდოს.ეს ჩემი მხრიდან მისი, როგორც პოლიტიკოსის შეფასებაა“, – განაცხადა ავაკოვმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების პროცედურა უნაკლო იყო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა მომხრეებთან ერთად პოლონეთ-უკრაინის საზღვარი 2017 წლის 10 სექტემბერს გაარღვია.

დატოვე კომენტარი