კიევში რუსეთის მიერ უკრაინელი მესაზღვრეების დაკავება გააპროტესტეს
კიევში რუსეთის მიერ უკრაინელი მესაზღვრეების დაკავება გააპროტესტეს

კიევის ცენტრში უკრაინელმა აქტივისტებმა რუსეთის მიერ უკრაინელი მესაზღვრეების დაკავება გააპროტესტეს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ დაკავებული მეზღვაურების ფოტოები, რომლებსაც მათი სახელები ეწერათ.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა ქერჩის სრუტესთან ცეცხლი გაუხსნეს სამ უკრაინულ კატარღას, რომლებიც ოდესის პორტიდან მარიუპოლში გადაადგილდებოდნენ და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავეს.

რუსული მხარე დაკავებულ უკრაინელებს საზღვრის დარღვევაში სდებს ბრალს. რუსეთის სასამართლომ დაკავებულებს 2019 წლის 25 იანვრამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.