მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმა გამჭვირვალედ მიმდინარეობს
მიხეილ ჯანელიძე - ევროინტეგრაციის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმა გამჭვირვალედ მიმდინარეობს

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების საგარეო უწყებაში გადასვლა ხაზს მთავრობისთვის საკითხის პრიორიტეტულობას უსვამს. მინისტრის თქმით, ფუნქციების განხორციელება დაეკისრება არა სახელმწიფო მინისტრის აპარატს, არამედ უწყებას, რომელსაც დიდი გამოცდილება და რესურსი აქვს.

მიხეილ ჯანელიძემ ევროინტეგრაციის საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის აპარატის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შერწყმა დინამიურად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი მჭიდროდ და კოორდინირებულად თანამშრომლობდნენ, თუმცა ხშირ შემთხვევაში, ფუნქციების დუბლირებას ხდებოდა.

მინისტრმა განმარტა, რომ ცვლილებები იმისთვის განხორციელდა, რომ დუბლირება გამოირიცხოს.