მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება
მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“ – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.

„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ვიმსჯელეთ. ასევე განვიხილეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვას და მის სვლას ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.

ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შეხვდა.