მიხეილ ჯანელიძე აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება
„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან“ – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.
„ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრისას რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე ვიმსჯელეთ. ასევე განვიხილეთ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები და მისი როლი რეგიონულ უსაფრთხოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, თავდაცვას და მის სვლას ევრო-ატლანტიკური სტრუქტურებისკენ“, – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელში.
ქართული დელეგაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიუნხენში აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ჯეიმს მატისს შეხვდა.
Excellent meeting btwn friends and strategic partners, discussing regional security and role of #Georgia-US relations, #US support to #GE territorial integrity, defence and Euroatlantic path. https://t.co/IoGPHRbvH5 pic.twitter.com/KIqzS6LxlW
— Mikheil Janelidze (@JanelidzeMkh) February 17, 2018