მიანმარში დაპირისპირების გამო, საცხოვრებელი სახლები 4000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა
მიანმარის ჩრდილოეთით, კაჩინის შტატში მეამბოხეებსა და სამხედრო ძალებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების გამო, საცხოვრებელი სახლები 4000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ისინი ამ წუთებში ჩინეთის საზღვართან იმყოფებიან.
გაეროს ჰუმანიტარული ურთიერთობების კოორდინაციის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ადამიანებს შორის ასობით ბავშვი და ორსული ქალია, რომელთაც უსაფრთხოების გარანტია სჭირდებათ.
„ჩვენ გვაშფოთებს ამ ადამიანების ბედი. ახლა საჭიროა იქ მყოფი ორსული ქალები და ბავშვები დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ადგილითა და საკვებით.“ – გაეროს ჰუმანიტარული ურთიერთობების კოორდინაციის ოფისის წარმომადგენელმა მარკ კუტსმა.
კაჩინის შტატში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ქრისტიანია, მეამბოხეები ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ წლებია იბრძვიან. ზავი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2011 წელს დაირღვა, რის შემდეგაც აღნიშნული ავტონომია ათასობით ადამიანმა დატოვა.