მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს
მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მიანმარის ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის კორუფციაში დასდეს ბრალი და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც „როიტერი“ იუწყება, ეს არის პირველი განაჩენი იმ 11 საქმიდან ერთ-ერთზე, რომელიც აუნ სან სუ ჩის წინააღმდეგ მიანმარში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ აღძრეს.

როგორც ბრალდებაშია ნათქვამი მიანმარის ყოფილმა ლიდერმა ქრთამის სახით 12 კილოგრამი ოქრო და 600 ათასი დოლარი აიღო.

ნობელის პრემიის ლაურეატს და ყოფილ უფლებადამცველს აუნ სან სუ ჩის ყველა საქმეზე დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 190 წლის გატარება მოუწევს.

აუნ სან სუ ჩის სასამართლო პროცესი დახურულ კარ მიღმა გაიმართა. 76 წლის პოლიტიკოსი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.