აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა
აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა

აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. შავ სიაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვების საწარმო მოხვდა.

სანქციების მიზეზად მიანმარელი ხალხის ნების უგულვებელყოფა სახელდება, რომელსაც სამხედრო გადატრიალების გზით ქვეყნის სათავეში მოსული რეჟიმი არ ითვალისწინებს. საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული ძალების ქმედებას კი ასობით მოქალაქე ეწირება .

„ბირმის სამხედრო რეჟიმი განაგრძობს სასტიკ თავდასხმებს ბირმის ხალხზე. აშშ-ის სამიზნე შემოსავლების წყაროა, რომლითაც ამ ძალადობის მხარდაჭერა ხორციელდება“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში.

მიანმარში ბოლო 24 საათში საპროტესტო აქციაზე 12 მოქალაქე მოკლეს, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.