მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მიანმარის სასამართლომ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ოთხწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ბუნებრივი კატასტროფების შესახებ კანონის მიხედვით, აუნ სან სუ ჩი დამნაშავედ იქნა ცნობილი განსხვავებული აზრის წაქეზებისა და „კოვიდ-19“-ის წესების დარღვევისთვის.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, მიანმარის ყოფილ ლიდერს სავარაუდოდ ბრალს 11 საქმეზე წაუყენებენ, რის გამოც შესაძლოა, სამუდამო პატიმრობა დაემუქროს.

მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობა ყოფილ ლიდერს კორუფციასა და ოფიციალური საიდუმლოების აქტის დარღვევაში ადანაშაულებს. სამხედრო გადატრიალების შემდეგ, აუნ სან სუ ჩი მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ შინა პატიმრობაში იმყოფება. სამხედრო ხელმძღვანელებმა არჩეული სამოქალაქო მთავრობა ჩამოაგდეს და ლიდერები დააკავეს.

მიანმარის სამხედრო ხუნტამ თებერვლის შემდეგ 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა. სამხედრო მმართველობის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს 1 303 ადამიანი დაიღუპა.