მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში უსაფრთხოების ძალებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ დემონსტრანტებზე და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები მიანმარის ქალაქებში ყოველდღიურად იმართება. პოლიტიკური პატიმრების დახმარების ასოციაციის მონაცემებით, თებერვლის დასაწყისიდან უსაფრთხოების ძალებმა 550 დემონსტრანტი მოკლეს, მათგან 46 ბავშვი.

საპროტესტო გამოსვლების ფონზე ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტი შეზღუდა.

მიანმარის არმიამ სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მოაწყო და ქვეყნის სამოქალაქო ლიდერები დააპატიმრა, მათ შორის ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი.