მიანმარის სასამართლომ Reuters-ის ორ ჟურნალისტს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა
მიანმარის სასამართლომ სააგენტო Reuters-ის ორ ჟურნალისტს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონის დარღვევისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე გაერო, ევროკავშირი, აშშ, კანადა და ავსტრალია მიანმარის ხელისუფლებას დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ჟურნალისტები 2017 წლის 12 დეკემბერს დააკავეს. ორივე მათგანი რაკჰაინის შტატში როჰინჯების მასობრივ მკვლელობას აშუქებდა.