მიანმარის პირველი სახელმწიფო მრჩეველი Reuters-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენს ეთანხმება
მიანმარის პირველი სახელმწიფო მრჩეველი აუნ სან სუ ჩი Reuters-ის ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს ეთანხმება.
მრჩეველი აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა კანონი დაარღვიეს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულს გამოხატვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.
Reuters-ის ჟურნალისტები მუსლიმი როჰინჯების საკითხის გამოძიებისას პოლიციის დოკუმენტების ფლობისთვის გაასამართლეს.
გასული წლის შემდეგ მიანმარი 700 ათასმა როჰინჯა მუსლიმმა დატოვა. მიზეზი პოლიციის და სამხედროების ოპერაცია გახდა.
გაეროში ამბობენ, რომ მიანმარის სამხედრო მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება გენოციდის ბრალდებით უნდა დაიწყოს.
ყოფილი აქტივისტი და უფლებადამცველი, ნობელის მშვიდობის პრემიის მფლობელი, აუნ სან სუ ჩი სამხედრო ხუნტის დროს 10 წლის განმავლობაში შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. სან სუ ჩიმ ვერ შეეძლო როჰინჯების წინააღმდეგ ძალადობის შეჩერება, რის გამოც მისი საერთაშორისო რეპუტაცია შემცირდა.