მიანმარის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს. მიანმარის მმართველმა, „დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ“ დაკავებული ლიდერის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც აუნ სან სუ ჩი ამბობს, რომ მოქალაქეებმა სამხედრო გადატრიალებას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროების მოქმედება ქვეყნის დიქტატურაში დაბრუნებას ისახავს მიზნად. მიანმარის არმიამ ქვეყნის მთავრობის წევრები პირველ თებერვალს, ახლად არჩეული პარლამენტის მოწვევამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა.
მიანმარელი სამხედროები ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. გაერო მიანმარის არმიას მოუწოდებს, პატივი სცეს არჩევნების შედეგებს. მიანმარის მთავრობის წევრების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს აშშ-ი.