მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი
სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, – ამის შესახებ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მეუფე მელქისედეკმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.
სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეკანოზის შეწყალება პრეზიდენტის გადასაწყვეტია.
„ჩვენ, სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა იყოს თავისუფალი, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტი”, – განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.
შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს 8 ნოემბერს მიმართა.