მეტროს მემანქანეები გლდანში, დეპოს ტერიტორიაზე კახა კალაძეს ხვდებიან
გლდანში, დეპოს ტერიტორიაზე გაფიცულ მეტროს მემანქანეებსა და თბილისის მერს, კახი კალაძეს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.
თავდაპირველად, მემანქანეების ნაწილი აპროტესტებდა თბილისის მერთან შეხვედრას მედიის წარმომადგენლების გარეშე, თუმცა საბოლოოდ მიიღეს გადაწყვეტილება და შეხვედრაზე შევიდნენ.
ამასთან, ცოტა ხნის წინ შეხვედრა გაიმართა თბილისის მერიაში, თუმცა შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.