თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა აღადგინა. ცოტა ხნის წინ მეტრო „დიდუბეში“ მომხდარი ფაქტის გამო მეტროპოლიტენში შეფერხება იყო.
თვითმხილველების თქმით, მეტროში ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. როგორც ისინი განმარტავენ, მატარებლის მოახლოებისას მამაკაცი გადახტა და სხეულის დაზიანება მიიღო.
არსებული ინფორმაციით, მას მოტეხილობები და თავის ქალის დაზიანება აღენიშნება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაზარალებულს გონება არ დაუკარგავს და სასწრაფოს ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.