თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხებაა.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ტექნიკური ხარვეზის გამო მოძრაობა შეზღუდულია ვარკეთილიდან მეტროსადგურ „სამას არაგველამდე“.

მათივე ცნობით, ვარკეთილის მეტროსადგურზე შეფერხება დაახლოებით ერთი საათის წინ დაფიქსირდა.

თბილისის მეტროპოლიტენის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ და მოძრაობა მალე აღდგება.