თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო

თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე შეფერხება იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს,​ ახმეტელი-სარაჯიშვილის მონაკვეთზე მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული.

მათივე განმარტებით, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა და მოძრაობა აღდგა.

დატოვე კომენტარი