თბილისის მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე შეფერხება იყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ახმეტელი-სარაჯიშვილის მონაკვეთზე მოძრაობა დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში იყო შეჩერებული.
მათივე განმარტებით, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოიფხვრა და მოძრაობა აღდგა.