მეტრო „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდა
მეტრო „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდა

მეტრო „სადგურის მოედნის“ და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. ინფორმაციას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.

მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანის შემდეგ ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს.

ასევე, მეტროს შესასვლელები, ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.