მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე ხარვეზი აღმოფხვრილია

20:54, 15.08.2020

მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე ხარვეზი აღმოფხვრილია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს.

მეტროსადგურმა „ტექნიკურ უნივერსიტეტი“ მუშაობა განაახლა.

დაკვამლიანების გამო საბურთალოს ხაზი 18:53 საათზე დროებით დაიკეტა.

როგორც თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განაცხადეს, საბურთალოს ხაზის ქვესადგურში დაზიანდა ელექტროაგრეგატი, რამაც გამოიწვია დაკვამლიანება.

ადგილზე იმყოფებოდნენ მეხანძრე-მაშველები.

მსგავსი