დიდუბის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხებულია
დიდუბის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხებულია

დიდუბის მეტროში მომხდარი შემთხვევის გამო, მეტროპოლიტენის მუშაობა შეფერხებულია. როგორც საქართველოს პირველ არხს მეტროს ადმინისტრაციაში განუცხადეს, დიდუბის მეტროსადგურზე მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები იყვნენ მობილიზებული. მამაკაცი დაშავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის გამო, დიდუბე-ახმეტელის თეატრის მონაკვეთზე მატარებლები ამ დროისთვის არ გადაადგილდებიან.