მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაიტბორა [ვიდეო]
წვიმის შედეგად, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა გადასასვლელი და იქ განლაგებული სავაჭრო ობიექტები დაიტბორა.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაგროვილი ნაგვის გამო, სადრენაჟე არხებმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, რამაც დატბორვა გამოიწვია.
უწყების ცნობით, ადგილზე მისულმა სამაშველო ჯგუფებმა წყალი ამოტუმბეს და სადრენაჟე არხები გაწმინდეს.
მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.