თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი გირესუნი დაიტბორა
თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქი გირესუნი დაიტბორა

თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი გირესუნი დაიტბორა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ძლიერი წვიმა მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

წვიმის შედეგად ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაიტბორა ქუჩები, დატბორილია რამდენიმე სახლის პირველი სართულიც.

ძლიერი წვიმის გამო გადაადგილება გართულდა ავტომანქანებისთვისაც.