უხვმა ნალექმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები
უხვმა ნალექმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები და ქუჩები

უხვმა ნალექმა ზუგდიდში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ეზოები და გზის სავალი ნაწილები.

განსაკუთრებით, მძიმე ვითარებაა მესხიას, გამსახურდიას, ქუთაისის და თავისუფლების ქუჩებზე.

რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ წყალი ვერ გაატარა, შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, დაზიანდა ავეჯი, საოჯახო ტექნიკა და ნივთები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქის რამდენიმე უბანში ვითარებას ეცნობიან. მიმდინარეობს სახლების პირველი სართულებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.