ძლიერმა წვიმამ ჰონგ კონგი დატბორა [ვიდეო]

ჰონგ კონგში 140 წლის განმავლობაში მოსულმა ყველაზე ძლიერმა წვიმამ ქალაქი დატბორა.

წყალდიდობამ დააზიანა ქუჩები, სავაჭრო ცენტრები. ხელისუფლებამ სკოლები დახურა და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ქალაქის ხელმძღვანელმა, ჯონ ლიმ განაცხა, რომ ძალიან შეშფოთებულია ტერიტორიის უმეტეს ნაწილში ძლიერი წყალდიდობით და დაავალა ყველა დეპარტამენტს, იმოქმედონ „ყოვლის მომცველი ძალისხმევით“.

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია ჩინეთის სამხრეთ რაიონებშიც. გუანდუნის პროვინციის დასახლებული პუნქტებიდან 10 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.