უხვმა ნალექმა თბილისსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა [ვიდეო]

22:23, 08.07.2021

უხვმა ნალექმა თბილისსა და მის შემოგარენში პრობლემები შექმნა.

წვიმის გამო, დედაქალაქში დაიტბორა რამდენიმე ქუჩა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.

რამდენიმე მოსახლეს სახლის პირველი სართულები დაეტბორა წყნეთშიც.

​უხვი ნალექისა და მისგან გამოწვეული პრობლემების ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

მსგავსი