ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

დილიდან ქობულეთში უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

მერიის შესაბამისი სამსახურები სხვადასხვა უწყებასთან ერთად ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც ქალაქში რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები.

შემთხვევის ადგილებზე იმყოფებიან ქობულეთის მერი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, მერიის და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები.