მეშახტეების პროტესტს ნახშირის გამამდიდრებელი ქარხნის თანამშრომლები შეუერთდნენ
მეშახტეების პროტესტს ნახშირის გამამდიდრებელი ქარხნის თანამშრომლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები დღეს დაიშალნენ, თუმცა ამბობენ რომ პროტესტს არ წყვეტენ და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან.
შეგახსენებთ რომ ნახშირის მოპოვების სამუშაოები მინდელის სახელობის შახტში მეექვსე დღეა შეჩერებულია.
გაფიცვის მონაწილეები კომპანიის ხელმძღვანელობას ხელფასის 300 ლარით მომატებას სთხოვენ.