უკრაინაში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო
უკრაინაში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო

უკრაინაში „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებისთვის ქარხნის მშენებლობა დაიწყო, – ამის შესახებ უკრაინული მედიის ეთერში სტრატეგიული მრეწველობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობის პროცესი ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც საწარმოში „ბაირაქტარ TB2“ ტიპის უპილოტო ავიაგამანადგურებლები აიწყობა.

კამიშინის განცხადებით, ასევე იწარმოება „აქინჯისა“ და „ქიზილელმას“ მოდელები, რომელთა ნაწილი უკრაინული ძრავებით იქნება დაკომპლექტებული.