„ბაირაქტარების“ მწარმოებელი თურქული კომპანია უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს
„ბაირაქტარების“ მწარმოებელი თურქული კომპანია უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს

თურქული კომპანია Baykar, რომელიც უპილოტო საფრენ აპარატებს, „ბაირაქტარებს“ უშვებს, უკრაინაში ქარხნის მშენებლობის დასრულებას ორ წელიწადში გეგმავს. როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა.

თურქული კომპანიის მიერ წარმოებულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის ინტერვენციისას უკრაინის თავდაცვაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს. უკრაინისთვის ახალი „ბაირაქტარების“ საყიდლად მოხალისეები სხვადასხვა ქვეყანაში ფულსაც აგროვებდნენ.

თურქეთმა და უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ 24 თებერვლამდე მოაწერეს ხელი. აგვისტოში თურქეთში უკრაინის ელჩი აცხადებდა, რომ ქარხანა რამდენიმე თვეში აშენდებოდა და 2023 წელს ამოქმედდებოდა.