ეკატერინბურგში, ურალმაშის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
ეკატერინბურგში, ურალმაშის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ეკატერინბურგში მდებარე ურალმაშის ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. მედიის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 4 000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა გავრცელებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ცეცხლის ქრობის პროცესს ართულებს ქარხანაში არსებული აალებადი სითხეები.

დაშავებულების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქარხანაში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.