რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა
რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. საგანგებო სამსახურების ცნობით, დაშავებულია 16 ადამიანი.

აფეთქების შედეგად საწარმოს მიმდებარე სახლებში მინები ჩაიმსხვრა. ქარხნის ტერიტორიაზე ყველა ნაგებობიდან ევაკუაცია გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა. საგანგებო სამსახურებში ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ვერსიას უარყოფენ.

ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.