მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა
მოსკოვის ოლქში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა

მოსკოვის ოლქში, ქალაქ სერგიევ პოსადში, ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა.

რუსული მედიის ცნობით, მათგან ოთხი დაშავებული მძიმე დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

არსებული ცნობებით, ამჟამად შემთხვევის ადგილზე ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიროტექნიკის შემნახველ საწყობში მოხდა. საგანგებო სამსახურებში ქარხანაზე უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ვერსიას უარყოფენ და აცახდებენ, რომ აფეთქების მიზეზი ტექნოლოგიური პროცესის დროს დარღვევა გახდა.

ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა რუსეთის ძალოვანი სტრუქტურებისთვის ოპტიკური და ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობების წამყვანი მწარმოებელია.