ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო.
პროცესის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ერთ-ერთი დაღუპულის მამა, მალხაზ პაპასკირი დაიკითხა.
მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარის ის მოწმეები დაიკითხებიან, რომელთა ჩვენებებსაც დაცვის მხარე სადავოდ ხდის. დღევანდელ სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.
პროცესი 5 აპრილს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.
2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.