მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო
მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე პროცესი 5 აპრილამდე გადაიდო.

პროცესის გადადების შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმე, ერთ-ერთი დაღუპულის მამა, მალხაზ პაპასკირი დაიკითხა.

მომდევნო პროცესზე ბრალდების მხარის ის მოწმეები დაიკითხებიან, რომელთა ჩვენებებსაც დაცვის მხარე სადავოდ ხდის.  დღევანდელ სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

პროცესი 5 აპრილს, 16:00 საათზე ჩაინიშნა.

2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევას მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე ნუცა კალანდარია და მათი მეგობარი ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.