მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება
მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება. მოსამართლე დღეს ბრალდების მხარის ორ მოწმეს დაკითხავს.

პროცესს ესწრება ბრალდებული. მას მედიასთან პროცესის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, აგრეთვე, 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.