მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ დღეს გამოცხადდება. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები რეპლიკებს იტყვიან და მოსამართლე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2016 წლის 21 ივლისს ქუთაისის შემოვლით გზაზე, სოფელ ოფშკვითში მოხდა. შემთხვევის შედეგად მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, მისი მეუღლე და მათი მეგობარი დაიღუპნენ.

კვირიკაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა (დანაშაული ითვალისწინებს 10-წლამდე თავისუფლების აღკვეთას).

2017 წლის ოქტომბერში კვირიკაშვილს სასამართლომ 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.