მეხანძრე-მაშველს, რომელმაც ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა და სასწავლო კურსით საზღვარგარეთ გაემგზავრება
მეხანძრე-მაშველ ალექსანდრე შუკვანს, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ხანძრისას, ჩვილი გადაარჩინა, ფულადი ჯილდო გადაეცემა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მას კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საზღვარგარეთ გაგზავნის.
ალექსანდრე შუკვანს დღეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი შეხვდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შალვა ხუციშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი თავდადებისთვის მეხანძრე-მაშველს მადლობა გადაუხადა.