საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე-მაშველი თორნიკე კიპაროიძე დაიღუპა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაღუპულის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა თორნიკე კიპაროიძე. მეხანძრე-მაშველი ხანძრის გამოძახებაზე იმყოფებოდა, რა დროსაც სახანძრო კიბიდან ჩამოვარდა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თორნიკე კიპაროიძე სახანძრო-სამაშველო ძალებში ერთი წელი მუშაობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სამძიმარს უცხადებს ოჯახს და იზიარებს მათ მწუხარებას“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.