შს მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემორიალი ყვავილებით შეამკო
შს მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა. მან ვერეს ხეობაში ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.