ახმეტაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე დაიღუპა
ახმეტაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მეხანძრე დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების ახმეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომელი, 34 წლის ლევან ოღაძე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

შემთხვევა დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მაშველი სოფლის სასაფლაოზე ხანძრის ჩაქრობას ცდილობდა. მას მოძრავ სპეცდანიშნულების მანქანაზე ასვლისას ფეხი გაუცურდა და ავტომობილის ქვეშ ჩავარდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მომხდარ ფაქტს ადასტურებს და გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

სოფელ ნადუქნარში ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.