ამერიკელი მოკრივის, ფლოიდ მეივეზერისა და ირლანდიელი მებრძოლის, კონორ მაკგრეგორის განმეორებითი ბრძოლა UFC-ის წესებით რეალურია. მაგრამ, ეს წესები ადაპტირებული იქნება, – აცხადებს პრომოუტერული კომპანია Dantani-ის დამფუძნებელი და The Sports Journal-ის შეფ-რედაქტორი ომარ ალ-რაისი.
“ფლოიდი და კონორი ოქტაგონზე იჩხუბებენ. 4-უნციანი ხელთათმანებით, ხუთი ხუთწუთიანი რაუნდი მსუბუქ წონაში. ფეხებით, იდაყვებითა და მუხლებით დარტყმების გარეშე. ზოგიერთი რამ, მაგალითად, კლინჩი დაშვებული იქნება”, – ახსნა ალ-რაისიმ.
უფრო ადრე, გაზეთმა The Daily Mail-მა დაწერა, რომ UFC-ში სადებიუტო ბრძოლის სანაცვლოდ, მეივეზერი დაახლოებით 300 მილიონ დოლარს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში, ფლოიდ მეივეზერმა და კონორ მაკგრეგორმა კრივის წესებით ჩაატარეს ორთაბრძოლა და ამერიკელმა ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.