მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი პოლიციელი მოკლეს, რვა კი დაშავდა
მედიის ინფორმაციით, ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი პოლიციელი მოკლეს, რვა კი დაშავდა

ინგუშეთში კონტრტერორისტული ოპერაციის დროს სამი პოლიციელი მოკლეს, რვა კი დაშავდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა სოფელ ზიაზიკოვ-იურტში შეიარაღებული პირების ჯგუფი აღმოაჩინეს. დაკავების დროს შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

გავრცელებული ცნობით, პოლიციელებზე თავდამსხმელებმა გაქცევა შეძლეს.

როგორც მედია იუწყება, ინგუშეთში მალგობეკის რეგიონში კონტრტერორისტული რეჟიმი ჯერ არ გაუქმებულა. მედია ასევე წერს, რომ 27 მარტს ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის საზღვარზე უცნობმა პირებმა ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს საგზაო პოლიციის განყოფილებას.